LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგვისტოს ომში დაღუპული გმირის მეუღლემ თქვა: დიდი ხანი ვბრაზობდი ჩემს მეუღლეზე, ვერ ვპატიობდი რომ თურმე უკვე სამშვიდობოს ყოფილან, სახლში მე და პატარა ბავშვი ველოდებოდით, ის კი მაინც უკან შებრუნდა, მეგობრების და ქვეყნის გადასარჩენად და ვეღარ დაბრუნდაო“ – სანდრო ელოშვილის ემოციური პოსტი

722
2024-09-15_23-19-53_764318

სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში ომში დაღუპულ გმირებზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„ერთ ამბავს მოგიყვებით და დედას გეფიცებით თუ ოდნავ მაინც გავაზვიადო ან რამე დავამატო… თქვენ თქვენს თავს მოუყევით რაზეა ეს ამბავი, რას გვასწავლის და მე ჩემს თავს ვეტყვი!.
ღმერთს მადლობა და ზაფხულში მქონდა პატივი აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მეუღლეებთან და შვილებთან ერთად ვყოფილიყავი ვახშამზე.
რას მოვისმენდი უფრო კარგს, ვიდრე უშუალო და უბრალო ისტორიებს ჩვენს საფიცარ ბიჭებზე, ამიტომაც ალბათ შემაწუხებლად ბევრ კითხვას ვსვავდი, როგორები იყვნენ სახლში, როგორ გაიცნეს ერთმანეთი და ა.შ.
შემდეგ, რა თქმა უნდა ბიჭების დიდებაც ვთქვით და ერთმა არაჩვეულებრივმა ქალბატონმა, რომელთანაც მეგობრობით ვამაყობ, ასეთი რამ თქვა…
დიდი ხანი ვბრაზობდი და გულში არ ველაპარაკებოდი ჩემს მეუღლეს, ვერ ვპატიობდი რომ თურმე უკვე სამშვიდობოს ყოფილან, სახლში მე და პატარა ბავშვი ველოდებოდით, ის კი მაინც უკან შებრუნდა, მეგობრების და ქვეყნის გადასარჩენად, შებრუნდა და ვეღარ დაბრუნდაო…
მთელი დღეა ამ ისტორიაზე ვფიქრობ და მარტო ერთის თქმა მინდა…
დიდება გმირებს!“, – წერს სანდრო ელოშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები