LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოს ომში დაზარალებულებს სპეციალური კომისია დაკითხავს

72

იუსტიციის მინისტრი მოუწოდებს 2008 წლის აგვისტოს ომის ყველა მსხვერპლს, დაუყოვნებლივ, 30 დღის ვადაში დაუკავშირდნენ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მსხვერპლთა დაცვის დეპარტამენტს, დაფიქსირდნენ როგორც ომის სმხვერპლნი და მოითხოვონ დაკითხვა. თეა წულუკიანის თქმით, ეს დააჩქარებს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაიწყოს დროული გამოძიება.

მისივე განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო ამ საკითხში შუუამავლის როლს პროცედურულად ვერ შეითავსებს, თუმცა, კოორდინატები ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

აღნიშნული დეპარტამენტის მიერ მსხვერპლად დაფიქსირებულ პირებს სპეციალური კომისია დაკითხავს, რომელიც საქართველოში მომავალ კვირას ჩამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები