LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოში გარდაცვლილი 1500 ადამიანი არის ჩავარდნილი ვაქცინაციის და პოლიტიკური მოტივებით დანიშნული თუ მოხსნილი შეზღუდვების ბრალი: ვახტანგ კალოიანი

147
ვახტანგ კალოიანი

პარტია „ევროპული საქართველოს“ მდივანი ჯანდაცვის საკითხებში , ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ „აგვისტოში გარდაცვლილი 1500 ადამიანი არის ჩავარდნილი ვაქცინაციის და პოლიტიკური მოტივებით დანიშნული თუ მოხსნილი შეზღუდვების ბრალი“.

როგორც კალოიანი აღნიშნავს, კატასტროფული გარდაცვალების მიზეზი გაუმართავი ჰოსპიტალური სისტემისაც გახდა, რომელსაც არ ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან სათანადო მხარდაჭერა.

„აგვისტოში გარდაცვლილი 1500 ადამიანი არის შედეგი ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესის, რომელიც ძალიან გვიან დაიწყო და არის შედეგი პოლიტიკური მოტივებით მოხსნილი ან დანიშნული შეზღუდვებისა, ასევე არის მიზეზი გაუმართავი ჰოსპიტალური სისტემისა, რომელსაც არ ქონდა არანაირი მხარდაჭერა ხელისუფლებისგან ისევე, როგორც მართვის მესიჯები და ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ აგვისტოში დავკარგეთ 1500 ადამიანი.“ – განაცხადა კალოიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g