“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს “ერთიანი საქართველოს” ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს, როგორც თავად უწოდებს, “დაუჯერებელ სელფს.” ფოტო გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას არის გადარებული.
“ინგა გრიგოლია, აჰა დაუჯერებელი სელფი. ყველაფერი მაგრად იქნება. ერთობით ჩვენ შევძლებთ” – წერს გიგი უგუალავა.
შეგახსენებთ, ოპოზიციის მხრიდან დაანონსებული აქციების ფონზე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ქუჩის პროტესტის პარლამენტში გადატანაზე ალაპარაკდა, დღის მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა.
გადავიდეს, კრიტიკის შემდეგ, პირველ განცხადებას განმარტება მოჰყვა, ვაშაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ მოქალაქეების პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუმცა ასევე უნდა დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი ქვეყნის მოკავშირეების შუამავლობით.
ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ შეუთანხმებელი პოზიციები არ აქვთ და პროტესტი გრძელდება.