LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აი, ასეთია კარანტინის პირობები… არის კომფორტი და კარგი კვება…”

387
grgsklrnews

ჟურნალისტი გიორგი საკარული ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინე სივრცეში იმყოფება და წერს იმ კარგი პირობების შესახებ, რომელიც იქ დახვდა, ასევე აქვეყნებს ფოტოებსაც.

გთავაზობთ მის პოსტს:

“აი, ასეთია კარანტინის პირობები. იზოლირებული ხარ ყველასგან. არის კომფორტი და კარგი კვება (სამჯერადი). საკვების მოწოდება ხდება კარებთან დადებით. შეხება არ გვაქვს არავისთან, ტემპერატურას დღეში ორჯერ ვიზომავთ. არის ტელევიზორიც და ინტერნეტიც. 14 დღე არც არის ის დრო, რომ ადამიანმა ვერ გაუძლოს, მით უმეტეს მსგავს პირობებში და დაარღვიოს წესები.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ ექიმებს, ადამიანებს, რომლებიც შეუსვენებლად მუშაობენ იმისთვის, რომ ეს ვირუსი არ გავრცელდეს და ყველანი ვიყოთ კარგად.
დავრჩეთ სახლში, მივყვეთ მითითებებს და დავიცვათ წესები. ამ ეტაპზე სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობა დაცული იყოს ამ ვირუსისგან, უბრალოდ ჩვენ, ადამიანები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს და რაც გვევალება #დარჩესახლში ის უნდა გავაკეთოთ.
#მადლობაექიმებს #ყველაფერიკარგადიქნება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g