ინგლისის ერთ-ერთ კაფეში, მეპატრონემ კრეატიული გადაწყვეტილება მიიღო და მაგიდებს შორის აბაზანის ფარდები გააბა. მიზეზად კი კლიენტებზე ზრუნვა და მათი დაცვა დაასახელა. ინფორმაცია Fox News ავრცელებს.
“ჩვენ გვენატრება ჩვენი კლიენტები, ამიტომ არ შეგვიწყვეტია დამცავსაშუალებებზე მუშაობა” – აცხადებს კაფე-ბარის მფლობელი ფრანსინი ოსორიო. როგორც სტატიაში წერია, ოსორიომ 36 ფარდა და ასევე ჰაერის გამწმენდი საშუალებები მოიმარაგა. ის აცხადებს, რომ ამით ზრუნავს კლიენტების უსაფრთხოებაზე, რომ მათ თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნონ.