LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აი, რა მოსავალი მოაქვს ფეხბურთს ქვეყნისთვის – ჩვენს ბიჭებს თავიანთი ევროპული გუნდები გულშემატკივრობენ“ – როგორ ეხმაურება ნათია ფანჯიკიძე „ლავანტეს“ პოსტს

435
ნათია ფანჯიკიძე - ევრო 2024

ესპანური საფეხბურთო კლუბი „ლევანტე“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ქართულ ენაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

კლუბის Facebook-ანგარიშზე გამოქვეყნდა ქოჩორაშვილის ფოტო, რომელსაც დღევანდელი თამაშის ანონსი და ქართულად გაკეთებული წარწერა დაურთეს: „ჩვენ შენთან ვართ, საქართველო“, შემდეგ კი უკვე ესპანურად ქოჩორაშვილს წარმატება უსურვეს.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება და წერს:

„აი, რა მოსავალი მოაქვს ფეხბურთს ქვეყნისთვის – ჩვენს ბიჭებს თავიანთი ევროპული გუნდები გულშემატკივრობენ, შესაბამისად იმ ქვეყნების ფანები, სადაც ისინი თამაშობენ. ფეხბურთის ფანების რაოდენობა კი მოგეხსენებათ, პლანეტის ძირითადი მოსახლეობაა. ასე ვხდებით დაჩქარებული წესით მსოფლიო მოქალაქეები. ქოჩორას ქართულად უწერს თავისი გუნდი გასამხნევებელ სტატუსებს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს ევრო 2024-ზე საქართველო პორტუგალიას დაუკავშირდება. თამაში საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g