გვიან ღამით ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრს, ლევან ქართველიშვილს ორი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა ბახტრიონის ქუჩაზე მოხდა, მაშინ როდესაც ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრი მეგობრის სახლს ტოვებდა.
როგორც დაშავებული აცხადებს, დაპირისპირება მასსა და ორ უცნობ ადამიანს შორის პარტიული მხარდაჭერის მიზეზით დაიწყო.
ფოტოები ლევან ქართველიშვილმა თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში წარწერით: “აი, რა მოყვება განსხვავებულ აზრს”.
“გზაში შემხვდა ორი პიროვნება, რომლებმაც დაინახეს მაისური, რომელიც მეცვა. მაგათ გვერდზე როგორ დგახარო, რა პონტში დგახარო. ორჯერ დამარტყა მუშტი და გვერდზე ვინც მედგა იმან მკრა ხელი, ხელის კვრის შემდეგ წავიქეცი. პირველად ვნახე ეს პიროვნებები. კანონი რომ კანონობდეს, მსგავსი რამ არ მოხდებოდა,” – განაცხადა ლევან ქართველიშვილმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
https://www.facebook.com/levan.qartvelishvili.5/posts/2001756109958135
