LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,აი, როგორ მინდა ყველამ გამოცადოს ცხოვრებაში ბედნიერების შეგრძნება, როცა გვერდით გყავს და მაინც სულ გენატრება” – ნინო კვარაცხელიას ემოციური პოსტი

449
2024-04-25_22-52-11_959190

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნინო კვარაცხელია საზოგადოებამ მისი და ემზარ ჯღარკავას საოცარი სიყვარულის ისტორიით გაიცნო – წყვილმა ერთმანეთი 40-წლიანი დაშორების შემდეგ ხელახლა იპოვა.

ნინო სოციალურ ქსელში სიყვარულზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

,,არ მინდა ზედმეტად თავი შეგაწყინოთ და შეგაღონოთ ჩვენი სიყვარულით, მაგრამ სიძულვილის ენით საუბარი არ შემიძლია…ისევ სჯობს რასაც ვგრძნობ ის გაგიზიაროთ. აი, როგორ მინდა ყველამ გამოსცადოს ცხოვრებაში სიმშვიდის და ბედნიერების შეგრძნება, თუნდაც მცირე დოზით, მაგრამა მაინც, აი როცა გვერდით გყავს და მაინც სულ გენატრება.

არა, არ ვუყურებ ვარდისფერი სათვალით ცხოვრებას, დიდი ხნის წინ დამემსხვრა, ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში. ისიც ვიცი, რომ არავინ არაფერს მოგართმევს ხონჩაზე დალაგებულს, არც დოვლათს, არც სიყვარულს და კეთილდღეობას, თუ გული, ყოველდღიური შრომა, მონდომება და ცოტათი მოთმინება არ ჩადე ამ ყველაფერში”, – წერს ნინო კვარაცხელია.

ვიდეო: ,,დრო და მანძილი ნამდვილ სიყვარულს ვერაფერს დააკლებს…ყოველთვის მიეცით სიყვარულს შანსი” – ნინო კვარაცხელია

„მომენტი, როცა ნინოს დაურეკეს და უთხრეს, შენი ქმარი ამ წუთას ბრუკლინში ვნახეთო“ – ემზარ ჯღარკავას სახალისო პოსტი – როგორია ემიგრაციაში მყოფი წყვილის ამერიკული ცხოვრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები