LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აიღეთ ლამაზი, მწიფე ვაშლი, მოიქციეთ იგი ხელისგულებს შორის და წარმოთქვით…“ – როგორ შევხვდეთ ფერისცვალების დღესასწაულს

137
2026-08-17_01-29-09_755844

ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში ფერისცვალებასთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევას გვიზიარებს.

„19 აგვისტო — ფერისცვალებაა(ვაშლის სპასი ძველი კალენდრით).

ეს არის მოსავლის, მადლიერებისა და ოჯახური კეთილდღეობის დრო. რასაც სიყვარულით ვზრდით და ვუფრთხილდებით, აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.

აიღეთ ლამაზი, მწიფე ვაშლი, მოიქციეთ იგი ხელისგულებს შორის და წარმოთქვით:

„როგორც ვაშლი დამწიფდა და წვენით აივსო,
ასევე აივსოს ჩემი ცხოვრება სიუხვით.
არ ვიცნობდე გაჭირვებას, ვიღებდე სიკეთესა და სიუხვეს,
მშვიდობასა და კეთილდღეობას ჩემს სახლში ვიწვევ.
ასე იყოს!“.

ამის შემდეგ თავად მიირთვით ვაშლი ან გაუნაწილეთ ოჯახის წევრებს. ხოლო იმისთვის, რომ თქვენს სურვილს რეალური საფუძველი ჰქონდეს, გააკეთეთ ერთი სასარგებლო ფინანსური ნაბიჯი: გადადეთ თანხა, დაფარეთ მცირე ვალი ან ჩაიწერეთ თქვენი მთავარი ფინანსური მიზანი.

დაე, თქვენს სახლში ყოველთვის იყოს სუფრაზე დასადები, გასაზიარებელი და მადლობის სათქმელი“, – წერს თამუნა იოსელიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები