მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გვიზიარებს რიტუალს, რომელიც ფინანსური წარმატების მოსაზიდად ხვალ უნდა შევასრულოთ.
„შეხსენება ახალმთვარეობაზე — 18 იანვარი, კვირა!!!
ახალი მონაწილეებისთვის:
აიღეთ სუფთა დაფნის ფოთოლი — ცარიელი ან წარმოდგენილი რუნული სკრიპტით ფინანსური სწრაფი ზრდისთვის
(შესაძლებლობები, შანსები და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება — ფულის მოძრაობის ენერგია).
რუნები Dagaz და Fehu ჩადეთ საფულეში და შეინახეთ მომდევნო ახალმთვარეობამდე.
თუ საფულეს არ იყენებთ — დატოვეთ დაფნის ფოთოლი ფანჯრის რაფაზე
(ისევ და ისევ — მომდევნო ახალმთვარეობამდე).
ვინც უკვე მუშაობს ამ პრაქტიკით:
კვირას ვწვავთ ძველ დაფნის ფოთოლს,
ფერფლი სასურველია ქარს გაატანოთ — დაე, კეთილდღეობა მოიტანოს.
ახალ დაფნის ფოთოლს კი მხოლოდ ორშაბათს ვდებთ“, – წერს თამარ იოსელიანი.
