,,აიისა”-მ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. სარჩელი კონვენციის მეათე მუხლის გამოხატვის თავისუფლებას ეხება.
სამი წლის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია ,,აიისა” 500 ლარით დააჯარიმა. ქართულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა.
საქალაქოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აეკრძალა.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში სააპელაციო სასამართლომაც დატოვა. მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო.
მურუსიძის თქმით, პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვა გამოხატვის თავისუფლება არ არის.