LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიკრძალოს უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს საქმიანობა – რადაში კანონპროექტი დარეგისტრირდა

88
რუსი მამაოები

უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს საქმიანობის აკრძალვის შესახებ რადაში კანონპროექტი შევიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

როგორც მედია წერს, უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და რელიგიური ორგანიზაციების მთელი საეკლესიო ქონება, მათ შორის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის მიტროპოლია, ამ კანონის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში „აღწერილი და ნაციონალიზებული უნდა იყოს.“

რას ამბობს კანონი:

  • მოსკოვის საპატრიარქოს მონასტრებსა და სულიერ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ 14 დღის განმავლობაში შეცვალონ დაქვემდებარება.
  • წმინდა მიძინების კიევ-პეჩერსკის ლავრა, წმინდა მიძინების პოჩაევის ლავრა და სხვა ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაში ან სარგებლობაშია, სახელმწიფოს საკუთრება ხდება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

magti 5g