ყაზახეთის ავიაკომპანია Air Astana-მ ბათუმის მიმართულებით სეზონური ფრენების განხორციელება დაიწყო. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, Air Astana-მ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, ალმათი-ბათუმი-ალმათის საჰაერო ხაზზე პირველი რეისი 2 ივნისს უკვე შეასრულა.
ფრენები ბათუმსა და ალმათას შორის, Airbus A320/A321 საჰაერო ხომალდებით კვირაში 5-ჯერ შესრულდება. უფრო კონკრეტულად რეისები შესრულდება ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას.
წყარო: avianews.ge
Wizz Air-მა ფრენები 5 ახალი მიმართულებით დაიწყო – ფრანკფურტიდან ქუთაისში პირველი რეისი უკვე შესრულდა