LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air Baltic ქართულ ავიაბაზარზე რეგულარული რეისებით ბრუნდება

85
161538840-3952222444802281-4444985226244893210-o

2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რომელიც მიმდინარე წლის 28 მარტს იწყება, ლატვიური ავიაკომპანია Air Baltic რიგა – თბილისი – რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ავიარეისები თავდაპირველად კვირაში 2 სიხშირით ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება, ხოლო  მიმდინარე წლის მაისიდან, ფრენები 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას უკვე მიენიჭა.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g