LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air France პარიზიდან თბილისის მიმართულებით ოპერირებას გეგმავს

airfrance

2019 წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air France გეგმავს.

მოლაპარაკებები ფრანგულ ავიაკომპანიასა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია, ”ტავ ჯორჯიას” შორის უკვე ბოლო ეტაპზეა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ოპერირების დეტალები გასულ კვირას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

ცნობისთვის, დღეისათვის Air France ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g