ინდური ავიაკომპანია Air India საქართველოს მიმართულებით 26 და 30 ივნისს სპეცრეისებს განახორციელებს, რომლითაც ინდოეთიდან საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს.
როგორც „ავიანიუსი“ იუწყება, მუმბაი-თბილისი-მუმბაის საჰაერო ხაზზე Air India პირველ სპეცრესისს 26 ივნისს განახორციელებს, ხოლო დელი-თბილისი-დელის მიმართულებაზე – რიგით მეორე სპეცრეისი 30 ივნისისთვისაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენები არ სრულდება. 27 მაისს Air India-მ დელი-თბილისი-დელის მიმართულებაზე პირველი სპეცრეისი განახორციელა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა.