LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აი,რატომაა სანდრა ზუგდიდის შანსი – სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

307
09bb97c22b9e9706c2957d774bf7f16d

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მისი მეუღლის სანდრა რულოვსის ვიდეოს აქვეყნებს. ზუგდიდში მყოფი სანდრა, ჰოლანდიელმა ტურისტებმა იცნეს და მასთან შესახვედრად ავტობუსი გააჩერეს.

სააკაშვილი წერს, რომ მეგრელებს აქვთ შანსი აირჩიონ მისი მეუღლე, რომელიც ზუგდიდსა და სამეგრელოს მსოფლიო რუკაზე დასვამს.

“აი, რატომაა სანდრა ზუგდიდის შანსი.გზად მიმავალმა ტურისტებმა იცნეს და ავტობუსი გააჩერეს… აირჩიეთ-ან ივანიშვილის მორიგი უცნობი შნირი, ან მთელს მსოფლიოში ცნობილი პიროვნება, რომელიც ზუგდიდს და სამეგრელოს დასვავს მსოფლიო რუკაზე.

მეგრელებს ეს არ შეეშლებათ…” – წერს სააკაშვილი.

სანდრა რულოვსი ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” ზუგდიდის მერობის კანდიდატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g