LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Airbnb ცვლილებებს გეგმავს – როგორ მოუწევთ მომხმარებლებს ფასის გადახდა

231
airbnb

Airbnb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტვიტერზე დაწერა, რომ კომპანია თავის პლატფორმაზე ფასების ჩვენების მეთოდს შეცვლის, რაც მომხმარებელთა მხრიდან საჩივრების რაოდენობითაა განპირობებული.

”მე გავიგე ხმამაღლა და გარკვევით. ფიქრობთ, რომ ფასები არ არის გამჭვირვალე და გადახდა პრობლემებს ქმნის,” – წერს აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან ჩესკი.

ჩესკის თქმით, Airbnb მომდევნო თვიდან განახორციელებს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სტუმრებს შეეძლებათ, ნახონ მთლიანი ფასი, რომლის გადახდაც მათ წინასწარ მოეთხოვებათ.

როგორც ჩესკი ამბობს, მომხმარებელს ახლა შეეძლება ნახოს ფასი სრულად, Airbnb-ის მომსახურების საფასურით, ფასდაკლებითა და გადასახადებით.

სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანია თავისი საძიებო ალგორითმში ღამის საფასურის ნაცვლად, პრიორიტეტს მთლიან ფასს მიანიჭებს.

ასევე, კომპანია გამოიყენებს ფასების და ფასდაკლების ახალ ინსტრუმენტებს, რათა მასპინძლებს უფრო კონკურენტუნარიანი ფასების დაწესების საშუალება ჰქონდეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები