LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აისბერგ თბილისი“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მზის პანელებს დაამონტაჟებს

125
მზის პანელები

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო საფინანსო ინსტიტუტი, გარემოზე ზრუნვას და მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აისბერგ თბილისი“ მზის პანელებს დაამონტაჟებს.

„აისბერგ თბილისი“ წარმოადგენს სამაცივრე სასაწყობე მეურნეობას, რომლის წლიური დანახარჯების უდიდესი წილი ელექტროენერგიის ღირებულებაზე მოდის.

პროექტის ჯამური ღირებულება 220 ათასი ევროა და ის საქართველოს ბანკისა და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ სუბსიდირებული ფინანსური რესურსით ხორციელდება.

„აისბერგ თბილისის“ ტერიტორიაზე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 500 კვტ დადგმული სიმძლავრის TRINA SOLARIS მზის პანელები დამონტაჟდება, ჯამში, 760 ერთეული. მზის სადგური წლიურად, დაახლოებით, 740 000 კვტ/სთ ენერგიას (საერთო მოხმარების დაახლოებით 20%) გამოიმუშავებს, რაც კომპანიას 200 000 ლარამდე დაუზოგავს.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა და მწვანე მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, წლების განმავლობაში ამ მიმართულების გაძლიერებისთვის არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა კიდევ ერთმა პარტნიორმა კომპანიამ „აისბერგ თბილისმა“ ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე გადასვლის ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც საწარმოს მზის პანელებით აღჭურვას გულისხმობს. ენერგიის ალტერნატიული საშუალებების გამოყენება, ერთი მხრივ, შეამცირებს გარემოზე ზიანს, მეორეს მხრივ კი, კომპანიას მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს. წარმატებებს ვუსურვებთ „აისბერგ თბილისს“. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ მწვანე მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ირაკლი კიკალიშვილმა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g