LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიშვარია რაი „მოსსის“ ულამაზეს წითელ კაბაში გრძელი შლეიფით

169
აიშვარია რაი „მოსსის“ ულამაზეს წითელ კაბაში გრძელი შლეიფით

ბოლივუდის ვარსკვლავი აიშვარია რაი ორშაბათს, ,,პარიზის მოდის კვირეულის” ფარგლებში „ლორეალის“ მოდის ჩვენებას დაესწრო.

ბრენდის ჩვენება ასაფრენ ბილიკზე გაიმართა, სადაც ვარსკვლავი ბრწყინავდა ფრანგული ბრენდის „მოსსის“ წითელ საღამოს კაბაში.ულამაზეს ატლასის კაბას ისეთი გრძელი შლეიფი ჰქონდა, რომ აიშვარიას ჩვენების პერსონალის დახმარება დასჭირდა. ანსამბლს ვიცე „მის მსოფლიომ“ ოქროსფერი ფეხსაცმელი შეუხამა.

აიშვარია რაი ცნობილია თავისი განსაკუთრებული სიყვარულით საღამოს მდიდრული კაბების მიმართ, ამიტომ მისი ყოველი გამოჩენა, დიდ ფურორს იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები