LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AJet თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს

143
AJet

თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 1 ივლისიდან სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით კვირაში 7 სიხშირეს ამატებს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში 14 სიხშირით, დღეში ორჯერ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ AJet-ს გაზრდილი სიხშირით ფრენების შესრულების ნებართვა 17 ივნისს მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g