აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
ცნობილი ქველმოქმედი წერს, რომ თბილისში, ქუჩაში რამდენიმე უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს. როგორც აკა აღნიშნავს, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„წუხელ ახალი შემოვლა გავაკეთეთ თბილისში და – ქუჩაში, რამდენიმე ადამიანი, ასე გარეთ წევს და კვდება. ეს კაცი მაგალითად, გეუბნებით, ზაფხულს ვერ გადაიტანს ამ ფეხებით. ფოტოს ვერ დავდებ, ისე აქვს ხორცი შეჭმული.
ასეთი ადამიანი, რამდენიმეა თითქმის ყველა უბანში. გამვლელები აცოცხლებენ.
🔴ამათ თავშესაფარი არ იღებს, რადგან ავად არიან და თავის მოვლა არ შეუძლიათ. უმრავლესობას პირადობაც დაკარგული აქვთ, საავადმყოფოში გამვლელმა მაინც რომ წაიყვანოს.
🔴 გვჭირდება ექიმი, რომ გამოგვყვეს, უბრალოდ ნახოს ადგილზე და მკურნალობა დაუნიშნოს. ასევე მოხალისეები, ვინც ზოგჯერ ქუჩაში ივლიან და ყურადღებას მიაქცევენ.
მე თვითონ მიგიყვანთ ყველგან.
🔴სჭირდებათ მკურნალობა, წამლები და ყოველდღიურად საკვები.
ამწამიდან გელოდებით ყველას, ვისაც შეგიძლიათ – 558181218.
🛑ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
#GE90TB7603845061100016
PayPal – [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.