LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკა სინჯიკაშვილი: „ყველაფერი გამოვიდა, რუსთაველის გამზირიდან, ბაბუ გადავიყვანეთ თავის პატარა სახლში და იქ იცხოვრებს, ახალ წლამდე, ვეცდებით ქუჩაში აღარავინ დაიძინოს“

227
აკა სინჯიკაშვილი

ბაბუს, რომელიც რუსთაველის გამზირზე, ქუჩაში ცხოვრობდა, ახლა უკვე თავისი პატარა სახლი ექნება.

ამის შესახებ ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი წერს და საზოგადოებას მიმართავს.

„აუ ყველაფერი გამოვიდა.

რუსთაველის გამზირიდან, ბაბუ გადავიყვანეთ თავის პატარა სახლში და იქ იცხოვრებს

უკვე აქვს თავისი საწოლი, მაგიდა, ეტლი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და რაც სჭირდება ყველაფერი.

თავს ადამიანად იგრძნობს და ზამთარში თბილად იქნება.

საჭმელს ჩვენ მივუტანთ პერიოდულად და მოხალისედ ვისაც შეგიძლიათ ხოლმე საჭმელის მიტანა, აუცილებლად მომწერეთ, საჭმელს მე გაგატანთ.

ახალ წლამდე, ვეცდებით ქუჩაში აღარავინ დაიძინოს.

თქვენი იმედი მაქვს ყველასი

მიყვარხართ,“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g