LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკაკი დევაძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

82

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის, აკაკი დევაძის მხარდასაჭერად, 12 აპრილს, 20:00 საათზე, შარდენზე მდებარე კლუბ “ელ ცენტროში”, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტში “ერთად ყოფნა ძალას გვაძლევს” მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები გიორგი სუხიტაშვილი, ოთო ნემსაძე, მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, მარიტა როხვაძე და “გუფი ლენდი”. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად აკაკი დევაძის ანგარიშზე გადაირიცხება.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარეს ღვიძლზე გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება და მკურნალობა სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.

საქართველოს ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში. თანხის ჩარიცხვა ყველა მსურველს შეუძლია:

საქართველოს ბანკის კოდი: BAGAGE 22

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE52BG0000000692294500

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები