LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკეთე მხოლოდ ის, რაც გიყვარს – Marks & Spencer-ის ჯადოსნური საშობაო რეკლამა გამოვიდა

218
საშობაო-რეკლამა

Marks & Spencer-ი იმ ბრენდების სიას მიეკუთვნება, რომლის საშობაო რეკლამებსაც მთელი მსოფლიო ელის. ეს არის ყველაზე სწორად, ემოციურად და სიყვარულით გაკეთებული რეკლამების სერია, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო გვაოცებს. ამ მხრივ, ეს წელიც არ გამოდგა გამონაკლისი.

ცნობილმა ბრენდმა შობის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთხელ გვითხრა, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი სიტყვების გააზრება. ამისთვის Marks & Spencer-მა ჰანა ვადინგჰემი, სოფი ელის-ბექსტორი და ზავე ეშტონი დაიხმარა. აკეთე მხოლოდ ის, რაც ძალიან გიყვარს, საუბარია სლოგანში, რომელსაც ცნობილი ჰიტი I would do anything for love ახლავს ფონად. საახალწლო ფერები, ბევრი ლამაზი დეკორაცია, სადღესასწაულო ჯადოსნობები და ბევრი სიგიჟე –  ასეთია Marks & Spencer-ის საშობაო რეკლამა, რომელიც ყველამ უნდა ნახოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g