LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ არჩევნებსა და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლებას უკვე 480-ზე მეტი ბიზნესი ითხოვს 

144
Freebusiness.ge

პლატფორმაზე Freebusiness.ge, რომელიც 15 დეკემბერს შეიქმნა, 480-ს გადასცდა იმ დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ არსებული კრიზისი ქვეყანას ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენებს.

„არსებული კრიზისი პარტიული პოლიტიკის საზღვრებს გაცდა და ქვეყანას გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლებაა. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“ – აღნიშნულია პლატფორმაზე განთავსებულ თავისუფალი ბიზნესების განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g