ახალი თაობის Chevrolet Corvette–მა „მფრინავი“ რეჟიმი მიიღო და სისტემა მაშინ ამოქმედდება, როდესაც ავტომობილი მიწას ოთხივე საბურავი მოშორდება.
გამოცემა Detroit Free Press-ის ინფორმაციით, მერვე თაობის სუპერქარს არამხოლოდ იმის გააზრება შეუძლია თუ როდის შორდება საბურავი გზის საფარს, არამედ ჰაერში ყოფნის ყოველ წამს აფიქსირებს. ამ დროს „მფირნავი“ რეჟიმი საბურავებს შორის ძალას ზუსტად ანაწილებს და გზასთან კავშირში ეხმარება. სისტემა ძირითადად თოვლზე, ყინულზე ან უბრალოდ წვიმის დროს გადაადგილებისას იქნება საჭირო.
თუმცა, სუპერქარს სიახლე ყველაზე მეტად რბოლებში გამოადგება. ამიერიდან ჰაერში „აფრენის“ შემთხვევაში მუხრუჭი აღარ ამოქმედდება და საბურავები ჩვეული სიჩქარით ტრიალს განაგრძობენ.
„ფრენის“ რეჟიმის გამოყენების ხშირი საჭიროება სავარაუდოდ არ იქნება, თუმცა რბოლების მოყვარულები მას ნამდვილად დააფასებენ.
https://motor.ru/news/corvette-flying-mode-24-02-2020.htm
