გამოცემა Mashable წერს, რომ iPhone-ის მომდევნო სმარტფონი ექსკლუზიურ სიახლეს – უსადენო დამტენს მიიღებს. ამის შესახებ „ფორტუნა პლუსი“ ადრეც წერდა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურობასთან ახლოს მხოლოდ ამჯერად არის.
პორტალმა Slashleaks სიახლის თიზერი-ფოტო გაავრცელა. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე გაჯეტი და მისი დამტენი მოწყობილობა გატესტვის რეჟიმშია, შედეგი კი საკმაოდ საიმედოა.
ცნობილია, რომ იდეის განსახორციელებლად ახალ ტექნოლოგია – Qi-ს იყენებენ, რომელიც აქამდე კონცეპტებში გამოიყენებოდა, თუმცა ვერცერთ გაჯეტში ვერ რეალიზდა.
შეგახსენებთ, რომ iPhone 8-ის პრეზენტაციის ზუსტი თარიღი ამ დრომდე არ ხმაურდება.