LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ კლიპში იგი აზალეა პოლიციამ დააკავა (ვიდეო)

137

პოპულარულმა ავსტრალიელმა რეპერმა, იგი აზალეამ სიმღერაზე „Team“ კლიპი გამოუშვა. ვიდეოში იგი მეგობრებთან ერთად თვითმფრინავს მოხატავს, რის შედეგადაც მას დააპატიმრებენ.

აღსანიშნავია, რომ თრექი აზალეას მეორე სტუდიური ალბომი „Digital Distortion“ ლიდ-სინგლია, რომლის რელიზიც მიმდინარე წელს იგეგმება. სიმღერის თანაავტორი თავად იგისთან ერთად ლილ უეინია. ამ მომენტისთვის სინგლი Billboard Hot 100-ის 42-ე პოზიციაზე იმყოფება.

გაცნობებთ, რომ “ფორტუნა პლუსმა” 2015 წლის ბოლოს, ჟურნალ Time-ის ყოველწლიური რეიტინგის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც იგი აზალეა გასული წლის ყველაზე ცუდი სიმღერების ავტორების ათეულში მოხვდა (იხ.ბმული).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები