დღეს ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალ „მუმიაში“ ერთ-ერთ როლზე რასელ ქროუს კანდიდატურა განიხილება. პროექტში, რომელსაც ამჯერად Universal Pictures იღებს, მთავარ როლზე ტომ კრუზი უკვე დამტკიცებულია. ქალის როლს ფილმში ალჟირელი მსახიობი და მოცეკვავე სოფია ბუტელა ასრულებს.
ფილმ „მუმიას“ ახალი ვერსია ეკრანებზე 2017 წლის 9 ივნისს გამოდის.