LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ სერიალს კლეოპატრაზე, სადაც მთავარ როლს ფერადკანიანი მსახიობი ასრულებს, ეგვიპტეში ისტერიკა მოჰყვა

176
კლეოპატრა

ეგვიპტეში დიდი სკანდალი მოჰყვა კლეოპატრას შესახებ გადაღებულ ახალ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს, სადაც მთავარ როლს ფერადკანიანი ბრიტანელი მსახიობი ადელ ჯეიმსი ასრულებს. სპეციალური პეტიცია გადაღებების შეჩერების შესახებ, მას შედეგ შეიქმნა, რაც სერიალის პირველი ტრეილერი გავრცელდა. უკვე შეგროვდა 70 ათასზე მეტი ხელმოწერა და მის ავტორები სერიალის შემქმნელებს, ისტორიული ფაქტების გადაწერაში ადანაშაულებენ.

ოთხ სერიანი პროექტის ავტორები გადაღებების შეწყვეტას არ აპირებენ, ისინი ეყრდნობიან ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც კლეოპატრა ფერადკანიანი დედოფალი იყო  და ადგილობრივი ეგვიპტურ დინასტიას ეკუთვნოდა. სერიალის პროდიუსერი მსახიობი ჯადა პინკეტ-სმიტია. ამ პეტიციას უკვე მოჰყვა თავად ადელ ჯემსის კომენტარი, რომელმაც „ტვიტერზე“ გამომწერებს მოუწოდა არ უყურონ სერიალს, თუ ის არ მოსწონთ.

გაიცანით ახალი კლეოპატრა – „ნეტფლიქსმა“ კლეოპატრაზე მინისერიალი გადაიღო – პირველი თრეილერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები