LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალ ტალღაზე” საქართველო ბოლო ადგილზე გავიდა

6557
7777

“ახალ ტალღაზე” საქართველო ბოლო ადგილზე გავიდა წლევანდელ “ახალ ტალღაზე” საქართველო მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა, ნათია რიგვავამ წარადგინა.

მან მსოფლიო ჰიტების ტურში სიმღერა Hush Hush შეასრულა, შემდეგ საფეხურზე “იაგუნდი”, ხოლო დასკვნით ტურზე ახალი სიმღერა საკუთარი რეპერტუარიდან.

ნათიამ, სამწუხაროდ, 9 მონაწილე ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი ქულები მიიღო და საბოლოო შედეგების თანახმად, ბოლო ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რაც რუსულმა მუსიკალურმა კონკურსმა იურმალადან სოჭში გადაინაცვლა, საქართველოს ოფიციალური წარგზავნილები აღარ ჰყოლია და კონკურსში მონაწილეობას რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლები იღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g