LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ თეატრში ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი მიუზიკლის პრემიერაა!..

531
ჩარკვიანის სპექტაკლი

„მე გადმოვცურავ ზღვას“  – ახალი თეატრი 20, 21, 22 და 23 ოქტომბერს პრემიერას გვთავაზობს – მიუზიკლს „მეფე“ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის მიხედვით. პიესა ბასა ჯანიკაშვილს ეკუთვნის, რეჟისორი დავით დოიაშვილი გახლავთ, მუსიკის და ტექსტის ავტორი ირაკლი ჩარკვიანი, მუსიკალური ვერსიის ავტორი კი გიორგი ასანიშვილი. სპექტაკლზე ასევე მუშაობენ ვოკალის პედაგოგი მანანა მორჩილაძე და ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე.

თეატრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის გიორგი ცაგარელსა და ბექა გოჩიაშვილს.

პროექტი განხორციელდა პროექტ „შარქ თენქის“ მხარდაჭერით და თანადაფინანსებით.

სპექტაკლის შესახებ:

შეიძლება ეძებდე სიყვარულს მაშინ, როდესაც ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობ? მაშინ, როდესაც ამისათვის არ გცალია და სულ სხვა გადაწყვეტილებები გაქვს მისაღები?

შეიძლება არსებობდეს ისეთი სიყვარული, რომელიც ყველაფრის მიუხედავად დროს უძლებს?

პასუხი ერთია: თუ გიყვარს, ყველაფერი შეიძლება!

სიყვარული და სიძულვილი, მეგობრობა და ღალატი, გულწრფელობა და ორპირობა, სიმართლე და ტყუილი, სიცოცხლე და გარდაცვალება – ბუის და მისთანატოლებს ამ გამოცდის ჩაბარება უწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g