LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ Toyota Land Cruiser Prado-ზე ევროპაში აჟიოტაჟური მოთხოვნაა

152
toyota

ევროპაში ახალი Toyota Land Cruiser Prado-ზე აჟიოტაჟური მოთხოვნაა. გერმანელ მყიდველებს მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ მოდელის 1000 ეგზემპლარი დაეჯავშნათ. კლიენტები იმ ფაქტმაც კი ვერ შეაჩერა, რომ toyota-ს ზუსტი ფასი არ დაუსახელებია და არც მახასიათებლები დაუკონკრეტებია. ანალოგიური სიტუაციაა ესპანეთშიც, სადაც წინასწარი შეკვეთების რიცხვი 250 ერთეულია. ამ შემთხვევაში საუბარი ტოპ-ვერსია First Edition-ზეა, რომლის ღირებულებაც 85 950 ევროა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი Toyota Prado-ს ონლაინ-ჯავშანია, რამეთუ „ცოცხალი“ გაყიდვები მხოლოდ 2024 წლის ბოლოსთვის დაიწყება. ყველგანმავლების სრული ტირაჟი არ ზუსტდება, თუმცა ცნობილია რომ First Edition 3000 ეგზემპლარი გამოვა და ევროპაში გაიყიდება. ტექნიკის არჩევაც არ იქნება საჭირო, ევროპული Prado-ს კაპოტის ქვეშ 2,8 ლიტრის 1GD-FTV ძრავა იქნება განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g