LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხე პურის მორიგ ფესტივალს უმასპინძლებს

125
პურის ფესტივალი

5 ოქტომბერს, ახალციხეში (ახალციხის ციხის ტერიტორიაზე), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO) ერთად, „პურის ფესტივალს“ ატარებს.

ფესტივალის მიზანია ხორბლის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა, ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა/გასაღების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენა-წახალისება, რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობა.

რიგით მეექვსე ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნებენ როგორც ადგილზე, ასევე ფერმერულ მეურნეობებში და ადგილობრივ საცხობებში გამომცხვარ პურს, სამცხე-ჯავახეთის ტრადიციულ კერძებს და ადგილობრივ პროდუქტებს.

ფესტივალზე გაიმართება ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტების, ასევე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ცალკე სივრცეში ჩატარდება ორი ლექცია: „ხორბლის კულტურა საქართველოში და თესლეულის გაცვლის მნიშვნელობა აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის“ (ხანგრძლივობა 45 წუთი) და „ბიო და სამართლიანი ვაჭრობის (FairTrade) სერტიფიცირება“ (ხანგრძლივობა 30 წუთი). ლექციებზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გასართობი ღონისძიებებიც. გაიმართება ვიქტორინა ხორბლის, პურის და რეგიონის ეთნოლოგიური ღირსშესანიშნაობის თემაზე, გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.

ფესტივალის მსვლელობისას და დასასრულს, ჩატარდება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით, გაიმართება ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

„პურის ფესტივალის“ შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ ისაუბრა:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g