LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში 20 წლის გოგო მეორე სართულიდან სურათის გადაღების დროს გადმოვარდა

75

ახალციხეში 20 წლის გოგო აივნიდან გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ, წმინდა დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე მოხდა. გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანა, შემდეგ კი კატასტროფის ცენტრმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. მას ორი ოპერაცია გაუკეთდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა მეგობართან ერთად ფოტოს იღებდა, როდესაც მეორე სართულის აივნიდან გადავარდა. ახლობლების ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და გოგონა რეანიმაციაშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებიას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები