LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში აფეთქება მოხდა – რა ვითარებაა ადგილზე

449
პოლიცია

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ,,სმარტის” შენობაში, მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების თქმით აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობებში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g