LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია

98

ახალციხეში, სოფელ სვირთან, ხანძარი ლოკალიზებულია.  ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, სამაშველო სამსახური სრული შემადგენლობით ჯერჯერობით ადგილზე რჩებიან, რათა ხანძრის ლიკვიდაცია შეუფერხებლად განხორციელდეს.

ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძარი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო ვერტმფრენი, ასევე ცოცხალი ძალა და შესაბამისი ტექნიკა. აღნიშნულ ლოკაციაზე მუშაობს განსაკუთარებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 170-მდე თანამშრომელი, ასევე სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები