ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი კაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
როგორც გამოცემა მეზობლებზე დაყრდნობით წერს, ორივე დაშავებული შუახნის კაცია, რომლებიც თავდამსხმელმა ნაჯახით დაჭრა. ერთი დაშავებული თავში, მეორე კი ზურგის არეშია დაჭრილი. კონფლიქტის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი იყო გამოძახებული. დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა და თბილისში გადაჰყავთ, მეორე კი ახალციხეში რჩება.
საავადმყოფოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.