LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში მეცხოველეობის ფერმა გაიხსნა

159

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, კომპანიამ „Georgian Business Zone“ სოფელ წნისში მდებარე საერთაშორისო სტანდარტების მეცხოველეობის ფერმა გახსნა.

„Georgian Business Zone“ წარმოადგენს აგროკომპანიას, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია 25 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, 150 ჰექტარი საძოვარი, 5 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი, ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე მეურნეობა, ISO სერთიფიცირებული HACCP -ის სტანდარტების მქონე რძის გადამამუშავებელი საწარმო, პირუტყვის საკვების მწარმოებელი საწარმო.

კომპანიამ  2015 წელს, იაფი აგროსესხის ფარგლებში, მეცხოველეობის ფერმა გახსნა. საწარმოში დასაქმებულია 45 ადამიანი.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2013 – წლიდან დღემდე, გაცემულია 24 301 სესხი  687,912,952 ლარის ოდენობით და 1 572 სესხი  182,130,048 აშშ დოლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში გაიხსნა 131 ახალი საწარმო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g