ახალციხეში, სოფელ აწყურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ავარიის შედეგად დაიღუპა ორი პირი, ორი კი დაშავდა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
