ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე, ქვეითთა გადასასვლელის მიმდებარედ, გოგონას მანქანა დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი გზაზე ე.წ. სქროლით გადაადგილდებოდა.
შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.
როგორც რადიო „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
ფოტო: sknews.ge