LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მესხეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა, მანუჩარ გოგოლაურმა დატოვა – „თათბირი თათბირზე ტარდება და მიდის გამალებული მუშაობა ვინ რამდენ კაცს წაიყვანს აქციაზე, მსგავს ვითარებაში ხელისუფალი როგორ ამთავრებს, ყველამ კარგად ვიცით“

168
მანუჩარ გოგოლაური

ახალციხის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, კიდევ ერთმა , მესხეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა, მანუჩარ გოგოლაურმა დატოვა. გოგოლაურის თქმით, იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს და ამას მხარს ადგილობრივი ხელისუფლებაც უჭერს, საბჭოში ყოფნას აზრი აღარ აქვს – ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს: 

ჯაბა ნათენაძე: „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო – სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ“

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. მთელი სახელმწიფო მანქანა გადასულია იმაზე, რომ შეადგინონ სიები, ხალხი წაიყვანონ და რაღაც უაზრო კანონი გაამართლონ.

ამ ფონზე მე ვერ ვხედავ თანამშრომლობის გაგრძელებას იმ ადამიანებთან, რომლებიც რუსულ კანონს ემხრობიან.

თავიდან იმიტომ მივიღეთ საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება, რომ რაღაცა ფორმით გვეთანამშრომლა და ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა მერიისთვის, რაზე უნდა ვითანამშრომლოთ როცა ქვეყანა სხვა გზით მიდის, არ ვიცი.

ბოლო სამი დღეა თათბირი თათბირზე ტარდება და მიდის გამალებული მუშაობა ვინ რამდენ კაცს წაიყვანს აქციაზე. მსგავს ვითარებაში ხელისუფალი როგორ ამთავრებს, ყველამ კარგად ვიცით. აღარ აქვს აზრი თანამშრომლობას, რაზე უნდა ველაპარაკო. წელიწადზე მეტია ვერიპლანის დასახლების აღმართი გადათხრილია, ამას არ აქცევენ ყურადღებას და გადართულები არიან იმაზე, როგორ წაიყვანონ ხალხი აქციაზე“ – ამბობს მანუჩარ გოგოლაური.

ცნობისთვის, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი, ჯაბა ნათენაძე „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის და სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა საბჭოს ტოვებს. როგორც იგი ამავე პოსტში აღნიშნავს, „სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g