ძლიერ წვიმას თბილისში სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩაზე წყალი დაგუბდა, თუმცა სანიაღვრე სისტემის საშუალებით მალევე გაიწმინდა.
ამასთან, მცირე მეწყერი ჩამოვიდა ახალდაბის გზაზეც, თუმცა, ნარმანიას ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურებმა დილიდან დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები.