LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები სიცოცხლის გასაწირად მზად არიან – ანიტას დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1756
33653572-1914661308565259-6834768946332172288-o

ბოლო რამდენიმე დღეა, პატარა ანიტასთვის, რომელსაც დილატაციური კარდიომიოპათია სჭირს და მის სამკურნალოდ 300 000 ევროა საჭირო მთელი საქართველო გაერთიანდა. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, თბილისის მერია და უშუალოდ კახა კალაძეც მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად. ანიტას დედა, მარიკო სადრაძე აღნიშნავს, რომ ჯერ არ იცის რა თანხით დაფინანსებაზეა საუბარი. მისი თქმით, კახა კალაძე პირადად 30 000 ლარს ურიცხავს ოჯახს. 

ცოტა ხნის წინ მარიკო სადრაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ანიტასთვის დასახმარებლად პატარა გოგოები და ბიჭები მზად არიან საკუთარი სიცოცხლეც კი დათმონ.

“ადამიანებო, ახლა რა მდგომარეობაშიც ვარ არ ვიცი ამას რა დავარქვა… დაუჯერებელია, ხალხმა ისე შეიყვარა ჩემი გოგო, რომ დღის მანძილზე უამრავი შეტყობინება შემოგვდის ახალგზარდა ადამიანებისგან, რომ მზად არიან თავისი გული დაუთმონ. სულ, სულ ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები სიცოცხლის გასაწირად არიან მზად. თქვენ ვინ ხართ ხალხო? ასეთი ერი მეორე სადმე არსებობს? ახლა მივხვდი რამ მოგვიყვანა აქამდე… მე არ ვიცი თქვენ რა გითხრათ, სიტყვები უძლურია. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ზრდასრული ადამიანის გული რომ გამოდგებოდეს, მე და მამამისი ვართ პირველ რიგში ყველაფრისთვის მზად! მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა, რომ ვიცი ჩემი გული არ გამოდგება, ამიტომ თირკმელს გავყიდი თუ დაგჭირდათო. მინდა იცოდეთ ასეთი მოძღვრების არსებობის შესახებაც  არასდროს მიყვარდა სტატუსებით ემოციების გამოხატვა, მაგრამ თქვენ მასწავლეთ ყველაფერი არანორმალურო ქართველებო  მიყვარხართ!!!”,-წერს მარიკო სადრაზე სოციალურ ქსელში.

ამჟამად გოგონა დედასთან ერთად ავსტრიის ერთ-ერთ თავშესაფარში იმყოფება. ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოფატია რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

#GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

თბს ანგარიში:

#GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g