ახალგაზრდა მამაკაცი, ზვიად ახრახაძე, რომელსაც 5 აპრილიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს – სამწუხარო ინფორმაციას ზვიად ახრახაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„როგორ მჯეროდა, რომ გამოჩნდებოდი. საუკეთესო ადამიანი იყავი და იქნები ჩემო მეგობარო. ძალიან დამწყდა გული, ძალიან.
გამძლეობა შენს ოჯახს. შენს მკვლელს სიცოცხლე არ უნდა ეღირსოს!“ – წერს ზვიად ახრახაძის მეგობარი, სოფი ხულელიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ზვიად ახრახაძე 5 აპრილს, ღამის 12 საათზე სამსახურიდან გავიდა, რამდენიმე საათში კი მასთან კონტაქტი სრულიად გაწყდა. მას შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახის წევრები და ახლობლები ეძებდნენ.
„ფორტუნა“ მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
Zvio Axraxadze როგორ მჯეროდაა რომ გამოჩნდებოდიი 😭საუკეთესო ადამიანი იყავი და იქნბი ჩემო მეგობარო ძალიან დამწყდა გული ძალიან💔😭გამძლეობა შენს ოჯახს💔შენს მკვლელს სიცოცხლეე არ უნდა ეღირსოოს!!!!
Posted by Sofi Khulelidze on სამშაბათი, 07 აპრილი, 2026
