LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა მიკრობოსტნეული, რომელიც სათბურში იზრდება – იწარმოება საქართველოში

471

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის “მიკრობოსტნეულის სათბურის“ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები და გამარჯვებული პროექტის  ავტორები  ესწრებოდნენ.

როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, ახალი სტარტაპით შესაძლებელია ჰიდროპონიკური მეთოდით მიკრობოსტნეულის მოყვანა სათბურში. მიკრობოსტნეული პატარა მწვანილის ფორმის ახალგაზრდა ბოსტნეულია, რომელიც კერძებში, ძირითადად, ვიზუალისა და გემოს გასაუმჯობესებლად, ასევე გარნირად ან სალათის მოსამზადებლად გამოიყენება.

„მიკრობოსტნეული გაიზრდება განსხვავებული მეთოდით სპეციალურ კონტეინერებში, მიწის ნაცვლად გამოიყენება ორგანული მედიუმი, კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს ცოცხალ ბოსტნეულს, რომელიც მინიმუმ 3 კვირა შეინახება სახლის პირობებში და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება. ახალი პროექტი ასევე შექმნის კიდევ მეტ სამუშაო ადგილს “ –  აღნიშნა სტარტაპ-საქართველოს დირექტორმა ვაჟა მენაბდემ…

ცნობისთვის, მიკრობოსტნეულში კონცენტრირებულია ბევრად მეტი ვიტამინი და მინერალი, ვიდრე ზრდასრულ ბოსტნეულში ან მწვანილში. მიკრობოსტნეულის მოსაყვანად არ გამოიყენება სასუქი, ან რაიმე ქიმიური დანამატი, რადგან ნებისმიერი თესლი მცენარის 2 კვირით გასაზრდელად საკმარის საკვებ მასალას შეიცავს.

მიკრობოსტნეულს აქვს მისივე ზრდასრული ბოსტნეულისა, თუ მწვანილის იდენტური და უფრო მკვეთრად გამოხატული გემო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები