LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ქართველი მილიარდერის კომპანიამ უკრაინული ბანკი შეიძინა

349
19222882-1540218102718386-6331702846463214915-o-1609927853

ყაზახურმა ფინანსურ-ტექნოლოგიურმა კომპანიამ Kaspi, რომელსაც ახალგაზრდა ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე ხელმძღვანელობს, უკრაინული BTA Bank Ukraine შეიძინა. ინფორმაციას და კომპანია Kaspi-ს განცხადებას ყაზახური Forbes ავრცელებს.

„BTA Bank Ukraine-ის 100%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულება გავაფორმეთ. ეს ბანკი უკრაინაში საბანკო ლიცენზიის მოსაპოვებლად შევიძინეთ, რაც ფინტექპროდუქტების, ღია სატელეფონო საფულეების, ანგარიშებისა და სხვათა შეთავაზების საშუალებას მოგვცემს“, – ნათქვამია Kaspi-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მიხეილ ლომთაძე ყველაზე მდიდარე ქართველია. ის ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელია. „კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ლომთაძე 46 წლისაა – 1975 წელს ბათუმში დაიბადა. ამჟამად, ქართველი მილიარდერის პირად ცხოვრებაზე მედიისთვის არაფერია ცნობილი. თუმცა, საჯაროა ინფორმაცია მისი ქონების შესახებ. ამ ეტაპზე, მიხეილ ლომთაძე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მილიარდერებს შორის პირველ ადგილს იკავებს. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონების ჯამური მოცულობა $5.8 მილიარდს შეადგენს.

ახალმა ქართველმა მილიარდერმა ქონებით ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g