“ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურება და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერება”- აღნიშნულ პროექტს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, CISU-სა და დანიის ახალგაზრდული წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2019 წლიდან ახორციელებს.
როგორც “ფორტუნას” საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, პროექტის მიზანია ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დმანისში, ბოლნისში, მარნეულისა და საგარეჯოში ახალგაზრდების მობილიზება და მათი ჩართულობის წახალისება როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე თემის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მათივე ცნობით, პროექტი, ასევე, მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობასა და მათი ინტეგრაციის უზრუნველყოფას.
პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სამიზნე მუნიციპალიტეტებში ფუნქციური და რაც მთავარია, სტრუქტურული ახალგაზრდული საბჭოს ჩამოყალიბება, რის ფარგლებშიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ასევე, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, პირველი დახმარების ტრენინგი და გამოიცა გზამკვლევი “როგორ შევქმნათ ახალგაზრდული საბჭოს შემუშავება”.
დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა აღნიშნული გზამკვლევის პრეზენტაციას და პროექტის შედეგების განხილვას.